Wednesday, March 17, 2010

პროექტის სახელი:"ვაჟა და ბუნება"
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფურად და ინდივიდუალურად, ეცნობიან ვაჟა–ფშაველას ბიოგრაფიას და ნაწარმოებებს ბუნების შესახებ.
პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ვაჟა–ფშაველას შემოქმედებისა და ფშავის შესახებ, გაეცნობიან მის ნაწარმოებებს, სადაც უშუალოდ ბუნების თემაა არჩეული, მოხდება ფოტო მასალის და ლიტერატურის გამოყენება, ჩატარდება ლიტერატურული საღამო "ვაჟა და ბუნება", მოეწყობა ექსკურსია ჩარგალში ვაჟა–ფშაველას სახლ–მუზეუმის და ფშავის ბუნების გასაცნობად.
მონაწილეთა ასაკი/მე–4 კლასი
ვადები/ხანგრძლივობა:3–4 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მასალის მოძიება ვაჟა–ფშაველას თხზულებების და ინტერნეტის გამოყენებით, ჯგუფური მუშაობები, მიზნობრივი ექსკურსია, მიღებული შთაბეჭდილებების მიხედვით ჩანახატების, ფოტოალბომის, ვიქტორინის, დისკუსიის გამართვა, გამოფენის, პრეზენტაციის მოწყობა.
მოსალოდნელი შედეგები პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტოალბომი, ჩანახატები, ფოტოებისა და ნახატების გამოფენა, პრეზენტაცია.
სარგებელი სხვებისთვის: გაეცნობიან ვაჟას შემოქმედებას, უკეთ გაიცნობენ ბუნებას, შეიცნობენ მის სილამაზეს, შეადარებენ და გაანალიზებენ გამოკვეთილ ფასეულობებს.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული, ბუნება, ხელოვნება. სხვადასხვა საშუალებებით (ბიბლიოთეკა, ინტერნეტი...) სარგებლობის ჩვევის ჩამოყალიბება, კვლევის, ანალიზის, შედარების, მსჯელობის უნარის განვითარება.
პროექტის ფასილიტატორი
:
ლილი დავითური
პროექტის ფასილიტატორის ელ–ფოსტა: lia.davityri@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:daviturilia.blogspot.com